ვიეტნამის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს ძაღლის და კატის ხორცი არ ჭამონ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ჰანოის სახალხო კომიტეტში ამბობენ, ძაღლის ხორცის ჭამა ქალაქის რეპუტაციას აზიანებს და როგორც ცოფის, ასევე ლეპტოპიროზის გამოწვევა შეუძლია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვიეტნამის დედაქალაქში ძაღლის და კატის ხორცი 1000-მდე მაღაზიაში იყიდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი მიესალმება, მაგრამ ნაწილი ამბობს, რომ ეს ვიეტნამელების ჩვევაა, რაზეც უარის თქმა გაუჭირდებათ.