გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ 1tv-ი წერს.
მათგან ცხრა ლაიფციგის აეროპორტში ციხიდან გადაიყვანეს. ორი დეპორტირებული ქართველი ბავარიაში, სამი რაინლანდ -პფალცში და ერთი ქვემო საქოსნიაში დააკავეს. ინფორმაცის დრეზდენის პოლიციაში ადასტურებენ.
გერმანული მედიის ცნობით, წელს ივლისის ბოლოს გერმანიის ტერიტორიის დატოვება 510 ქართველს მოსთხოვეს. მათივე მონაცემებით, ამ ეტაპზე გერმანიიდან 210 ქართველის დეპორტაცია განხორციელდა. შარშან დეპორტირებული ქართველების რიცხვი 214 იყო.