სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის 27 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით ჯამში 101 701 ლარის ფულადი შემოწირულება აქვს მიღებული. 27 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს 40 ათასი ლარი შესწირა.
რაც შეეხება სხვა შემოწირულებებს, სალომე ზურაბიშვილს ყველაზე სოლიდური შემოწირულება – 50 ათასი ლარი, 11 სექტემბერს, ფიზიკური პირისგან, ვახტანგ ლაღიძისგან აქვს მიღებული. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში სალომე ზურაბიშვილს 7 320 ლარის არაფულადი შემოწირულება აქვს მიღებული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილის დამფინანსებლების სიაში მხოლოდ ფიზიკური პირები არიან.
წყარო: “პირველი რადიო”