საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა.
შსს-ს ინფორმაციით, თaბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გაგა კირკიტაძე დაინიშნა, რომელიც აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა კი, გაგა კირკიტაძის ნაცვლად ლაშა გოგნიაშვილმა დაიკავა.
16 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში, როტაციის ფარგლებში, დირექტორები შეიცვალნენ.