17 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. დილის საათებში ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ნალექი მოვიდა. ეს ფოტო ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა გადაიღო და ადგილობრივ ხელისუფლებას არხების გაწმენდისკენ მოუწოდა.
“აი, სიტყვები არ მყოფნის, სასწავლო წლის პირველი დღეა. სირცხვილია. ვისაც ავტომანქანა არ ჰყავს, საერთოდ ვერ უნდა შევიდეს სკოლაში? ან ბავშვის უფლებები თუ არსებობს, ან ადამიანის, ან საერთოდ, თავად რას უწოდებდით ამ ყველაფერს?“ _ წერს ოზურგეთელი სოფო კალანდაძე სოციალურ ქსელში.
ფოტო ქალაქ ოზურგეთის #3 საჯარო სკოლასთან არის გადაღებული.