მზის ირგვლივ ტემპერატურა რამდენიმე მილიონით უფრო მაღალია, ვიდრე მზის ზედაპირზე. მეცნიერება ცდილობს ახსნას, რატომ?
მთვარის ილუზია _ მთვარე უფრო დიდია, როცა ჰორიზონტზე ვხედავთ, ვიდრე, როცა მაღლა ცაშია? პასუხი რა თქმა უნდა არაა, მაგრამ ილუზია ნამდვილია და მეცნიერული ახსნა არ არსებობს.
დედამიწის ცენტრი ისეთივე ცხელია, როგორც მზე.
ადრეულ ზაფხულობით მაღალ ნისლიან მთებში ათასობით ციცინათელა იწყებს გამოკრთომას ერთდროულად და შეწყობილად. არავინ იცის, რატომ, თუმცა, საოცარი სანახაობაა.
რატომ ვამთქნარებთ? _ არავინ იცის.
უამრავი სახეობის ფრინველი ყოველ წელს მიფრინავენ ერთი ქვეყნიდან მეორეში და ბრუნდებიან უკან ყოველგვარი კომპასისა და რუკის გარეშე. როგორ ახერხებენ ამ ყველაფერს, არავინ იცის.
სამეფო პეპლები ყოველ წელს მიფრინავენ სხვა ქვეყნებში, ისევე როგორც ჩიტები. თუმცა ისინი ცოცხლობენ მხოლოდ 6 თვე და ის პეპლები, რომლებიც უკან ბრუნდებიან, არიან იმ პეპლების შვილები, ვინც დაიწყო მოგზაურობა. საინტერესოა როგორ ბრუნდებიან უკან, საიდან იციან საით უნდა წავიდნენ?