დღეს „ევგრაფი შევარდნაძეზე“ საქართველოს თასის მერვედფინალში ლანჩხუთის „გურიამ“ უმაღლესლიგელ სამტრედიას უმასპინძლა და 3-1 მოიგო.
ორი გოლი კარლო ჯიქიძემ გაიტანა, ერთი კი ზურაბ გელაშვილმა. აღსანიშნავია, რომ გურულთა მეკარემ მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი მოიგერია.