საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით მოცული ადამიანებით, რომელთა პიროვნული მონაცემები ვერ დადგინდა.
ბატონი შუშანი
„შუშანი”– უცნობი ებრაელი მასწავლებლის ფსევდონიმია, რომლის მოსწავლეთა შორის იყვნენ ემანუელ ლევინასი და ელი ვიზელი. შუშანის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მისი წარმომავლობა და ცხოვრებისეული ისტორია დიდი საიდუმლოებით არის მოცული. ამ ბატონის საფლავზე, მონტევიდეოში (ურუგვაი), არის წარწერა: „ბრძენ რაბი შუშანის ნათელ ხსოვნას“. მისი დაბადება და ცხოვრება გასაიდუმლოებულია. ტექსტი დაწერილი იყო ელი ვიზელის მიერ. მისი ნაშრომები არ არის შემორჩენილი, მაგრამ მისი ინტელექტუალური მემკვიდრეობა მის მოსწავლეებს გადაეცათ. ბატონი შუშანი იცვამდა როგორც მათხოვარი, მაგრამ გააჩნდა ფართო განათლება სხვადასხვა მეცნიერების, მათემატიკის და ფილოსოფიის სფეროში და აგრეთვე თალმუდის ირგვლივ.
ედგარ პოს საიდუმლო თაყვანისმცემელი
ედგარ პოს საიდუმლო თაყვანისმცემელი იხდიდა გადასახადს ყოველ წელს ედგარ პოს სასაფლაოსთვის. ეს უცნაური ტრადიცია 1949 წლიდან დაიწყო. მისი გარდაცვალების წლიდან (1998) კი ამ ტრადიციას მისი მემკვიდრე აგრძელებდა.
გამოქვაბულის ბავშვები
1887 წლის აგვისტოს, ესპანეთში, გამოქვაბულ ბანხოსის სიახლოვეს ორი ბავშვი ნახეს. მათ მომწვანო ფერის კანი ჰქონდათ, ხოლო ტანზე მათი სამოსელი უცნობი წარმომავლობის მატერიალისგან იყო შექმნილი. ისინი არ საუბრობდნენ ესპანურად, მაგრამ თვალების ფორმის მიხედვით აღმოსავლეთის ადამიანებს ჰგავდნენ. თავდაპირველად ბავშვებს ჭამა არ შეეძლოთ, ამის გამო ბიჭი გარდაიცვალა. გოგონამ კი საკმაო ხანი იცოცხლა, რომ მოეთხრო რომ ისინი მოვიდნენ იმ ადგილიდან სადაც მზე არ არის და ერთხელაც ქარიშხალმა ისინი გამოქვაბულში გადატყორცნა. გოგონა დაიღუპა 1892 წელს. მისი წარმომავლობა ვერ დაადგინეს.