https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თეატრი, სცენა და ფეხბურთი

9:09; 23.09.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსახიობის ცხოვრება უსაზღვროდ მომქანცველია. მას ერთდროულად უხდება სპექტაკლებში და კინოგადაღებებში მონაწილეობა. ეს მართლაც დიდ დატვირთვებთანაა დაკავშირებული. შესაბამისი ფიზიკური კონდიცია კი დაუღალავი ვარჯიშის შედეგად მიიღწევა.

საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებულად პოპულარული სპორტის სახეობაა და ქართველი მსახიობებიც საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხშირად სწორედ რომ “ტყავის ბურთის” დახმარებით აღწევენ. ფეხბურთს და თეატრს საერთო ბევრი აქვს, მსახიობი და ფეხბურთელი ხომ უშუალოდ შემსრულებლები არიან და მაყურებლის გულის მოსაგებად იღვწიან.

კარგი საფეხბურთო შეხვედრა  ჩინებული სპექტაკლია, ფეხბურთელი კი  თეატრის სცენაზე მოთამაშე მსახიობი. ამასთან დაკავშირებით ბატონი კახი კავსაძის ერთი მოგონება მახსენდება: “ ერთხელ ბრაზილიაში კინოგადაღებებზე ვიყავი. სიუჟეტის მიხედვით, გარინჩას ქალაქში უნდა ჩავსულიყავით და მისი საფლავი მოგვენახულებინა. სტუმართმოყვარე მასპინძლებმა იქ მომცრო სტადიონი დაგვათვალიერებინეს, რომლის ნახვისას პატარა ბიჭების თამაშს შევესწარით. ერთმა ბრაზილიელმა ბიჭუნამ ლამაზი გოლი გაიტანა, რისთვისაც ჩვენ ტაშით დავაჯილდოვეთ. ამით გახალისებული ნორჩი გოლეადორი მოედნის ცენტრში დადგა, კარგი მსახიობივით ხელები გაშალა და ისე დაგვიკრა თავი. ეს მაგალითი იმიტომ მოგიტანეთ, რომ ჩემი აზრით, ფეხბურთს და თეატრს ბევრი აქვთ საერთო”.

თავად ბატონმა კახიმ ფეხბურთის თამაში “სერიოზულად” რუსთაველის თეატრში დაიწყო, როდესაც მსახიობთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და ნახევარმცველის ფუნქცია დაავალეს. სიჭაბუკეში ერთი ხანობა კალათბურთს მისდევდა და სპორტის ამ სახეობაზე საკუთარი სიმაღლის გამო დღესაც არ იტყოდა უარს. ოღონდ ერთი პირობით. გამთამაშებლად გვერდით გივი ბერიკაშვილი უნდა დაუდგეს, რადგან მისი ზუსტი გადაცემების იმედი აქვს. როგორც “იუმორინაში”, როდესაც სცენაზე ერთად არიან და ბატონი გივი მას ყოველთვის ზუსტ რეპლიკებს აწვდის. “მომეცით გივი ბერიკაშვილი გამთამაშებლად და ნახეთ რა ცეცხლს დავანთებ მოედანზე”—სიცილით აღნიშნა ბატონმა კახიმ.

მომღერალი თემურ წიკლაურიც ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელია და ფილარმონიის მსახიობთა გუნდის წევრებთან ერთად ხშირად თამაშობდა, მაგრამ ერთხელ სერიოზული ტრავმა მიიღო. ამ ათიოდე წლის წინ “ოთხი გიას” წევრებთან, ნუგზარ კვაშალთან, გურამ ჯაშთან და სხვა მომღერლებთან ერთად, გორის “დილას” ვეტერან ფეხბურთელებთან  ამხანაგური თამაში ჩაატარეს. თემურ წიკლაური თავდასხმაში იდგა და სიმართლე ითქვას თავიდან საკმაოდ გაუჭირდა. ერთ სათამაშო ეპიზოდში მეკარესთან პირისპირ გავიდა და ამ დროს ორივე ფეხზე მყესი გაუწყდა, რის შედეგადაც მიწაზე მოწყვეტით დაეცა.

თემურ წიკლაური ფეხბურთის სტაჟიანი თაყვანისმცემელია. ამ თამაშით 1964 წელს, თბილისის “დინამოს” გაჩემპიონობისას დაავადდა. 1981 წელს, თასების მფლობელთა თასის აღების შემდეგ, საყვარელი გუნდის წარმატებას “ივერიის” მომღერლებიც გამოეხმაურნენ და ვაჟა აზარაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა “დინამო, დინამო” ააჟღერეს. ეს მუსიკალური კომპოზიცია დღემდე ჩვენი გუნდის ჰიმნად რჩება.

სამწუხაროდ, წიკლაური ბოლო პერიოდია სტადიონზე სიარულს ერიდება, ადრე მოგებას მიჩვეული მარცხს რთულად ეგუება, რომელიც ქართველი ფეხბურთელებისათვის ბოლო პერიოდში უცხო ხილი აღარ არის. მართალია ადრეც აგებდნენ, მაგრამ მაშინ ფეხბურთელებს სულ სხვანაირი სწრაფვა ჰქონდათ და მწვანე მინდორზეც უფრო შემართებით იბრძოდნენ.

საინტერესოა, რომ თემურ წიკლაური 1970 წლიდან კარატეზე დადიოდა და მეოთხე დანიც დაიმსახურა.  სხვა სახეობებიდან უყვარს სამთო სათხილამურო სპორტი და არ გაგიკვირდეთ ოპერა. “ როგორ ფიქრობთ, ოპერა სპორტი არ არის? აბა, ერთი ნოტი აიღეთ და მაშინ მიხვდებით, რომ ოპერაც არანაკლები სპორტია. სხვათაშორის, ერთი არიის შესრულებაზე დახარჯული ენერგია შედარებულია ორბიტაზე გასვლის ენერგიასთან”.

არ ვიცი “ივერიის” სოლისტი ტოტალიზატორის მოყვარული თუ არის, მაგრამ ჩინებული საფეხბურთო ინტუიცია კი გააჩნია. 2004 წელს პორტუგალიაში ევროპის საფეხბურთო პირველობას დაესწრო და მხოლოდ მან გარისკა საბერძნეთის გაჩემპიონობაზე ფსონის დადება. ამისათვის საკუთარი მოსაზრებაც გააჩნდა, ბერძნები ხომ ჩინებულად მღერიან, კარგი მუსიკაც გააჩნიათ და ამავდროულად მართლმადიდებელი ქრისტიანებიც არიან.

1955 წელს, მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მსოფლიოს იმდროინდელი ჩემპიონის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული გუნდის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა საბჭოელებმა მოიგეს—3:2. მთელი სტადიონი სტუმრებს უსტვენდა, ფაშისტებს ეძახოდა და აგინებდა. გამონაკლისი  ერთი ქართველი გულშემატკივარი აღმოჩნდა, რომელიც გერმანელების თამაშით ისე მოიხიბლა, რომ მსოფლიოს ჩემპიონებს ქომაგობდა.

ეს ქართველი, ცნობილი მსახიობი ბაადურ წულაძე იყო, რომელიც იმხანად მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლობდა. იმ “ისტორიული” დღის შემდეგ ბატონი ბაადური დღემდე გერმანული ფეხბურთის მხურვალე გულშემატკივარია. არ უყვარს ბრაზილიის ნაკრები: “ ბრაზილია იმან შემაძულა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელებს ჩვენში სულ კორიფეებს და ჯადოქრებს უწოდებდნენ. მე კი ვამბობდი, დედაც ვატირე მაგ თქვენი ჯადოქრების მეთქი და ამიტომაც სულ გერმანელებს ვგულშემატკივრობ. რა გაეწყობა, ასეთი უცნაური შეხედულება მაქვს”. მთელი საქართველო ეთაყვანებოდა მიშა მესხს და სლავა მეტრეველს. ბაადურ წულაძეს კი ყველაზე მეტად ბარქაია მოსწონდა, რომელიც მართლაც და არტისტული ფეხბურთელი იყო.

ბაადურ წულაძე ბავშვობაში ფეხბურთით სერიოზულად იყო გატაცებული. ბათუმის პიონერთა პარკში თამაშობდა და მისი პირველი მწვრთნელი ყოფილი თბილისის “დინამოელი” ბორის ფროლოვი იყო. ბათუმში მაშინ ყოველ წელიწადს შეკრებებზე ჩამოდიოდნენ ძლიერი საბჭოთა გუნდები—მოსკოვის “ტორპედო” და ვვს. ამ გუნდში ცნობილი ვსევოლოდ ბობროვი თამაშობდა და ხშირად ადგილობრივ მოზარდებს თერთმეტმეტრიანებს ურტყამდა.

სამწუხაროდ ფეხბურთისა და წულაძის გზები მოგვიანებით გაიყარა, სამაგიეროდ გაჩნდა ახალი გრძნობა, რომელსაც დიდი გულშემატკივრობა ჰქვია. მსოფლიოს ჩემპიონატების დღეებში მსახიობი ყოველთვის შვებულებებს იღებდა, მაგრამ ერთხელაც არ გაუმართლა: “ იტალია – 90-ის დროს ვიბორგში მომიწია გადაღებებმა, მაგრამ გადაღება დღისით იყო, საღამოობით კი ფეხბურთს ვუყურებდი. ერთხელ აუცილებელი შეიქმნა საღამოსაც გადაგვეღო, რაზეც სასტიკი უარი განვაცხადე, მესამე ადგილისათვის ინგლისი იტალიას ხვდებოდა. გაგდებით ვერ გამაგდებდნენ, რადგან უკვე ძალიან ბევრი მქონდა ნათამაშები. გერმანელმა პროდუსერმა მაინც დამიყოლია, გადასაღებ მოედანზე ტელევიზორი მოიტანა და იმიტომ”.

საქართველოში ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა და სტატიაში “ტყავის ბურთისა“ და ცნობილი მსახიობების თბილ ურთიერთობას შევეხე. თანამემამულე ხელოვანი გულშემატკივრების სია შეიძლება უსასრულობამდე გავაგრძელოთ, რადგან ჩვენში არ მეგულება ადამიანი რომელიც ფეხბურთს გულგრილად შეხედავს.

დასასრულს ბატონი გურამ ლორთქიფანიძე მინდა რომ გავიხსენო, რომელიც საყვარელი “დინამოს” არც ერთ საშინაო შეხვედრას არ აცდენდა, გუნდს ხშირად დაყვებოდა გასვლით მატჩებზეც, მეგობრობდა დავით ყიფიანთან და სხვა მოთამაშეებთან, ეთაყვანებოდა ბორის პაიჭაძეს და მიხეილ მესხს. დღევანდელი წერილს სწორედ რომ გურამ ლორთქიფანიძის ერთი მოგონებით დავასრულებ:

“პირველი მერცხალის” გადაღებებზე ჩვენი კონსულტანტი ბორის პაიჭაძე გახლდათ. ჩემთვის პაიჭაძე, რაღაც ღმერთთან გაიგივებული ადამიანი იყო, რომელიც მხოლოდ ტრიბუნიდან მყავდა ნანახი და წარმოიდგინეთ, ცოცხლად, ახლოს ვხედავდი ამ კაცს, თვით ბორიას. გადაღების დროს, ბორიამ პასი მომცა და მეც ბურთი მოედანზე გავაგორე. ამ დროს, დიმა ჯაიანი მეძახის, ბურთი ჩამაწოდეო, მე კი ვუპასუხე, რომ ნორმალური ადამიანი ამას ვერ მთხოვდა, რადგან პაიჭაძის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ვერავის მივცემდი. შემდეგ ეს ბურთი სახლში წამოვიღე და საგულდაგულოდ შევინახე”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

„შემთხვევა ბაქოში“

23 მამაკაცი და 2 ქალი _ ვინ იბრძოლებს საქართველოს პრეზიდენტობისთვის

ყველა სიახლე

საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026
საზოგადოება

პენიტენციური სამსახური თამაზ ელიზბარაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს

9:37; 10.09.2026
სამართალი

აზერბაიჯანში საბაგიროზე მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

9:28; 10.09.2026
სამართალი

ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

9:20; 10.09.2026
მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო