“საზოგადოებას დავუმტკიცებთ, რომ ინიციატივას უარყოფითი მხარე არ ჰქონდ”, _ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ “კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება.
“ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან. ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია მათი განცხადება იმ აღელვებიდან გამომდინარე, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაფიქსირდა. ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. როცა გარკვეული ინიციატივა იღებს უარყოფით დატვირთვას საზოგადოების აღქმაში, ჩვენ საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია აუცილებლად უნდა მივაწოდოთ. სულ მცირე ის უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ ინიციატივას არავითარი უარყოფითი მხარე არ ჰქონდა. აქ არც ერთ შემთხვევაში საუბარი არ იყო ნარკოტიკების წარმოებასა და გავრცელებაზე. ეს არის ჩვენთვის მთავარი და ამ სიმართლეს საზოგადოებას აუცილებლად დავუმტკიცებთ. ამისათვის საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი“, – განაცხადა კობახიძემ.