ფრანგმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს არამიწიერი წარმოშობის გიგანტური ვირუსი, რომელიც 10-ჯერ აღემატება ზომით აქამდე ყველა არსებულ ვირუსს რაც დედამიწაზე არსებობს.
ვირუსს სახელად “პანდორა” დაარქვეს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მკვლევართა ჯგუფმა ჩილესა და ავსტრალიის სანაპიროზე აიღეს წყლის სინჯები, შემდეგ სინჯებს დაუმატეს ანტიბიოტიკები, რომ დახოცილიყვნენ ბაქტერიები. როცა ერთუჯრედიანი ბაქტერიები დაიხოცა, მეცნიერებმა ნახეს, რომ დარჩა რაღაც უცნაური ბაქტერია. ასე აღმოაჩინეს უნიკალური ვირუსი.
მის შემადგენლობაში მხოლოდ 6%-ია მიწიერი წარმოშობის, დანარჩენი 94% აშკარად არამიწიერია. იგი შეიცავს 2556 გენს.
“პანდორა” ისეთი დიდია, რომ მისი დანახვა სასკოლო მიკროსკოპითაც კი შეიძლება.
მეცნიერების აზრით ვირუსი სხვა პლანეტიდან მოხვდა ჩვენთან, მრავლდება მხოლოდ “შიგნით თავის თავში”. სიცოცხლის პერიოდში ვირუსი თავისუფლდება უჯრედებისაგან, ისრუტავს ცილებს და დ.ნ.მ-ს, ხოლო უჯრედებისგან ასეულობით ახალი ასლი მრავლდება.
“არ ვიცით რა გადატრიალება მოხდება ბიოლოგიაში მისი შესწავლის შემდეგ” -განაცხადა დოქტორმა ჟან მიშელ კლევარიმ.