https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„შეყვარებული“, „გაჩხიკინებული“, „პაკლონიკი“

13:09; 29.09.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსახიობებს საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არააორდინალურ მდგომარეობაში უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის.

დღევანდელ წერილში რამდენიმე სახალისო მოგონებას შემოგთავაზებთ და თავდაპირველად სიტყვა ქალბატონ ნინო ჩხეიძეს გადავცეთ.

ნინო ჩხეიძე: „ერთხელ საშობაო გადაცემას ვამზადებდით თეატრში. ეს გახლდათ ვაჟა – ფშაველას მოთხრობა „ტყის კომედია“, სადაც მთავარი მოქმედი გმირები თაგვები იყვნენ. გამოგვიძახეს მე, ლენა ყიფშიძე, შოთა მშვენიერაძე, ვაჟა ფირცხალაიშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან და ბადრი ბეგალიშვილი მუსკომედიიდან.

ვითამაშეთ რამდენიმე სპექტაკლი და ერთხელაც თეატრში მისულს ჩემს სახელზე დამხვდა რუსულად შევსებული უზარმაზარი კონვერტი. გავხსენი, შიგნითაც რუსულად წერია. ამას მე რა გამაგებინებს – მეთქი და სასწრაფოდ მივკუსკუსდი ლენასთან, წამიკითხე, ერთი, ვინ არის, რას მწერს, რა უნდა ჩემგან – მეთქი?

სანამ გავარკვევდით, ვინ იყო და რა იყო, კონვერტში ჩადებული სურათიც აღმოვაჩინეთ, საიდანაც ვიღაც გაჩხიკინებული, სათვალიანი, ნაავადმყოფარი სახის ბიჭი იყურებოდა. მისი შემხედავი იტყოდით, ერთი სულის შებერვაღა აკლია და წაიქცევაო.

თურმე ეს საწყალი ყურებამდეა ჩემზე შეყვარებული. არ დაგავიწყდეთ, მე ამ დროს სამოცდაათ წელს არაფერი მიკლია და ის ბიჭი კი ოცდაათის არის.

სიყვარულის ახსნასთან ერთად მწერს, სიმაღლით ვარ ას ოთხმოცდაათი სანტიმეტრიო, ორმოცდაათი კილო წონითო და თუკი რამეს წევრი იყო – წითელი ჯვრის, ტყის მეგობრის, ბუნების დაცვის, წყალში დამხრჩვალთა თუ არდამხრჩვალთა, თუკი სადმე გაევლო, რომელიმე საზოგადოებაში, სუყველაში გაწევრიანებულა და ყველას ქსეროასლი დევს ამ კონცერტში. მწერს ეს ორმოცდაათკილოგრამიანი კაცი, ძალიან მიყვარხარო, უნდა გამომყვე ცოლადო. ისეა გაგიჟებული, რომ ქორწილსაც ვეღარ უცდის და კანკალებს ჩემი ნდომით.

ამის შესახებ რომ გაიგეს თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა, გაგიჟდნენ, ხარხარებენ, ხითხითებენ, დაოსდნენ სიცილისგან. მე, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ მიმიღია ჩემი „გაჩხიკინებული პაკლონიკის“ სიყვარულის ფეთებები. ვიფიქრე, შტერია ვიღაცა – მეთქი და ასე მივივიწყე ეს ამბავი.

გავიდა ერთი თუ ორი კვირა, თეატრში კრება მოიწვიეს, დარბაზში ზის მთელი შემოქმედებითი კოლექტივი, ადმინისტრაცია და უფროსობა. გადის საკითხი ასაკოვანი მსახიობების პენსიაზე გასვლის შესახებ. ჩამოთვალეს ისინი, ვინც საპენსიო ხალხი იყო და მეც აღმოვჩნდი ამ სიაში. წამოხტა ცხონებული შოთა მშვენიერაძე და მიმართა თეატრის დირექციას – ვის უშვებთ თქვენ პენსიაზე, ნინიკო ჩხეიძესო? კაცი ვენებს იჭრის ამის სიყვარულით, არ დაღუპოთ ქალი, ბედი კარზე მოსდგომიაო. სამოცდაათი წლის ქალს თხოულობს ოცდაათი წლის კაცი და ახლა უშვებთ პენსიაზეო?

უნდა გენახათ რა სიცილ – ხარხარი ატყდა დარბაზში. რა თქმა უნდა, ხალხი გაუშვეს პენსიაზე, მე კი გადავრჩი, როგორც გასათხოვარს არ შემეხო საპენსიო ასაკი.“

დიმიტრი ტატიშვილი: „როდესაც მუშაობა დავიწყე განგებამ მარჯანიშვილის თეატრში გამანაწილა. რაც არ უნდა იყოს, ჯერ ახალგაზრდა მსახიობი ვარ. ქეიფობის სერია მიდიოდა იმ დროს. წამიყვანეს საქეიფოდ. უარს როგორ ვეტყოდი თეატრის კოლორიტთა – კოლორიტს გოგი გელოვანს?

მოკლედ, კარგად ვიქეიფეთ. წავედი სახლში, თაგვივით მთვრალი ვარ. დილით ძმაკაცი მესტუმრა ქუთაისიდან „ვსვიიიით“ – ვაი დედასა! საღამოს რეპეტიციაა. მივედი და რას ვხედავ? – შესასვლელი კარი დაკეტილია. დამცეცხლა. როგორია, რეპეტიციაა და არ მიშვებენ. გავიწიე და თხა და გიგოსავით ვეძგერე კარს. მალე ვიგრძენი, რომ თავიდან ოფლის გარდა, სისხლიც გადმომდიოდა.

– რას აკეთებ, ბიჯო, შენ აქ? – დამადგა მორიგე მილიციელი.

– კარს დავეჯახე და უკან გადმოვვარდი, – არ დავმალე ფაქტი.

– ვაა, ყოჩი ხარ? რის კარს დაეჯახე, შენა?

– თეატრის, – დავაწექი ჩვენებას. – რეპეტიციაა „საბრალდებო დასკვნა.“

ამ დროს გარეთ თეატრის დარაჯმა გამოიხედა.

– რად აკავებთ? – ეკითხება მილიციელს.

– რეპეტიციაზე მივდივარო…

– ვაა!… გაუშვი რა! გაუშვი, ისე დღეს დასვენების დღეა – ორშაბათი, გაუშვი.“

გოგი ქავთარაძე: „ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში სტუმრად გვყავდა რუსი მსახიობი იური იაკოვლევი, რომელსაც სწორედ ჩვენთან შეუსრულდა 50 წელი. თეატრში რაღაც ღონისძიება იყო. მე დავრჩი. იაკოვლევი, რამდენიმე მსახიობთან ერთად, რესტორან „გელათში“ გავისტუმრე.

ცხადია, გაიშალა დიდებული სუფრა, ბრწყინვალედ მღერის ქუთაისის დასი. ჰოდა, ამღერდნენ მსახიობები და აჰყვნენ ნაირნაირი კერძებით ხელდამშვენებული ოფიციანტები. რა სასწაულად მღერით, ეს ყველაფერი დადგმულიაო? – გაგიჟდა თურმე სტუმარი.

თეატრში როგორც კი დასრულდა ღონისძიება, რამდენიმე მსახიობთან ერთად, ფაფახებით, ნაბადებითა და სპორტული იარაღით აღჭურვილებმა ალყა შემოვარტყით რესტორანს და იაკოვლევი გამოვიძახეთ. გამოჩნდა თუ არა, მაშინვე „ტყვიები“ დავახალეთ. იდგა დაბნეული, შიშით დაზაფრულს ვერ გაეგო, რას ვერჩოდით. ბოლოს, ფანჯარაში გადმომდგარს, ფიალებზე ანთებული სანთლებით მივულოცეთ დაბადების დღე…“

თენგიზ გიორგაძე: „თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე სამსახიობო კარიერა რუსთაველის თეატრში დავიწყე. საყვარელ მსახიობებთან სიახლოვით და საკუთარი წარმატებებით აღტაცებული, სვანის სიყვარულივით დავფრინავდი და უცებ სამხედრო კომისარიატიდან „მოსაწვევი“ მომიტანეს. როგორც გავარკვიე, „დასასვენებლად“ მიწვევდნენ ავღანეთის თოვლიან ფერდობებზე.

იმ დროს, ყოველდღე ათი მეომრის ცხედარი მაინც ჩამოჰქონდათ საქართველოში და რაღა დაგიმალოთ, ცინკის კუბოში საწოლად თავი არ მემეტებოდა. დეზერტირობის ტაქტიკა ავირჩიე. ერთხელ მოვახერხე გაპარვა, მეორე გაწვევაზე კაბინეტში შევუვარდი და მაგიდის ქვეშ ვეცი ფეხებზე კომისარს. კომისარიატში შევარდნილს შეშინებული ადიუტანტები უკან დამდევდნენ და ჩემი გარეკვის უშუალო მოწმენი აღმოჩნდნენ. ვყვიროდი, უნდა დამეხმაროთ, მე ტანკზე მინდა ჯდომა – მეთქი.

როგორც იქნა, გამომათრიეს და მიმაბარეს ავლიპ ზურაბიშვილს. ბატონმა ავლიპმა განსაკუთრებული დიაგნოზი დამისვა. გიჟის კვალობაზე ჯერ ძალიან კარგად ვიქცეოდი, მერე კი დავიწყე „ჩემნაირების“ აჯანყება და დემონსტრაციების მოწყობა. კორპუსის დერეფანში ვითხოვდით „იკრას“, „ასატრინას“, მწვადებს, შამპანურს, ქალებს… ვმღეროდი სატრფიალო სიმღერებს, ხან კარუზო ვიყავი, ხან ბულბულ-ოღლი.

იმდენი ექიმი გამოვიცვალე, მსოფლიოს გიჟებს ეყოფოდათ. ჩიოდა ავლიპი, „ეს ვინ ყოფილა, კაცო, მთლად გადამირია გიჟებიო“. ავლიპის პაციენტთა „სასტავში“ მოხვედრა ადვილი არ იყო, მაგრამ მასწავლიდნენ, მსახიობისთვის ამპლუა არ უნდა არსებობდესო და მეც გავრისკე შერეკილობა. ჩაიარა ამ ამბავმა. მას შემდეგ სულ ვეხვეწები, კომპეტენტურ „მოხელე – ნაჩალნიკებთან“ სამხედრო წვრთნა მაინც მიმაღებინეთ – მეთქი და „რატომღაც“, ყოველთვის ცივი უარით მისტუმრებენ“.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

„პოლიტიკურ-სპორტული ქეიფი“

„ლურჯი მელია“

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17.09.2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო