სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის ფილიალთან მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” უთხრეს, გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში ცხოვრობდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე ვანო გოგოლაშვილი, ამბობს, რომ მამაკაცი სააგენტოს შენობაში არ შესულა:
_ “ოჯახი არ იყო სოციალურ დახმარების ბაზაზე. დღეს დილით მოვიდა, ზუსტი მიზეზი არ ვიცით, რადგან შენობაში შემოსვლა ვერ შეძლო. რადგან დავინახე და ვიცანი ვინც იყო, კიდევ ერთხელ გადავამოწმე კომპიუტერში მონაცემები _ მას ისევ შეეძლო სოცაგენტის გამოძახება, რის საფუძველზე მოხდება თავიდან ქულების გადამოწმება.
გარეთ, რომ გამოვედი, ის აღარ იყო ჩვენი შენობის წინ. ტელეფონის ნომერი მოვიძიე და ვაპირებდი ამბვის მოკითხვას, მაგრამ არ მიპასუხა. რამდენიმე წუთში გავიგეთ, რომ ცუდად გახდა და გარდაიცვალა, _ გვითხრა გოგოლაშვილმა.