“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე სამსახურეობრივი ავტომობილით ავარიაში მოჰყვა.
შემთხვევა გუშინ, ქალაქ ოზურგეთში, ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან მოხდა.
როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, მერის მოადგილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა:
“საკმაოდ ძლიეირ ავარია იყო. მანქანა ძლიერაა დაზიანებული. დაზიანებები მიიღო მძღოლმაც, რომელიც ძალიან მთვრალი იყო” _ გვითხრეს თვითმხილველებმა.
ავარიის ფაქტს გვიდასტურებენ მერიის პრესსამსახურში, თუმცა, აღნიშნავენ, რომ თოთიბაძე ნასვამი არ ყოფილა:
“ნასვამი არ ყოფილა. ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა ავარია. “ტრავერსი” გაუწყდა, _ გვითხრა მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე მგელაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თოთიბაძე 250 ლარით დაჯარიმდა:
_ ავტომანქანა გარე განათების ბოძს შეეჯახა. მძღოლი ადმიინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის თანახმად 250 ლარით დაჯარიმდა, _ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.