“თი ბი სი” ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებზე, რომლის თანამხადაც 4 მილიონი ბანკიდან არასამუშაო საათებში, კანონის დარღვევით გაიტანეს, პირველ კომენტარს აკეთებს:
“ჩვენი ბანკი მუშაობს 8 საათამდე 10 წელია უკვე. შეგიძლიათ, დეტალურად ნახოთ ყველა პროცედურა და სისულელეებზე არ მინდა რაღაც კომენტარების გაკეთება. ბანკი არის სერვისის კომპანია. თუ თქვენ კომპანიას ხსნით, თუნდაც 20 წუთით ადრე, გაქვთ ფული და თქვენი დირექტორი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია, თანხა გაატანოს. რა შუაშია, რამდენი დღის დაფუძნებულია კომპანია, თუ რეგისტრირებულია და ყველაფერი ბანკში წარმოდგენილი. ეს არის მთელი ამბავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცილისწამებას უნდა შევეშვათ ყველა“”, _ აღნიშნა ხაზარაძემ.
ამავე თემაზე: ხაჩიშვილი: ყიფიანმა მითხრა, არავის არ შეხედო სახეზე, ჩადე ფული მანქანაში და გამობრუნდიო
ქვითრები, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ გაანაღდეს TBC-ში 4 მლნ ლარი
როგორ გააქვთ 4 მილიონი ნაღდი ფული ბანკიდან _ თი ბი სი-ში გადაღებული სკანდალური ფოტო