არ მსმენია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბიზნესს წილში ჩაჯდომოდა _ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის თქმით, “ზღაპრები” დასრულდა:
“ზღაპრები, რომ მიხეილ სააკაშვილს მიჰქონდა ერთი ლარი თითო ლიტრი საწვავიდან, დამთავრდა უკვე. სამაგიეროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ თითო კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი მიდიოდა “ქართულ ოცნებასთან”, _განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.