„ჩვენზე ლაპარაკობს, არაფრის გადამწყვეტი არ ხართო და სააკაშვილზე სიტყვა ვახსენე და ეს მონა, როგორ ახტა იმ წუთას. გაჩუმდი, რაა, მოითმინე,“ – გადაცემაში “არჩევანი” ზვიად ძიძიგური და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფრაქცია ქართული ოცნება – კონსერვატორების წარმომადგენელის თქმით, სააკაშვილი ენმ დესტაბილიზაციას ცდილობს.
„არც ხავერდოვანი რევოლუციები სჭირდება ამ ქვეყანას და არც სამხედრო გადატრიალებები და ის, რაც თქვენი ოცნებაა და მოღრეცილ ტვინებში არის და თქვენი ლიდერის მოღრეცილ ტვინში არის, პირველ რიგში, ჩაბუდებული, ის არასდროს არ განხორციელდება ამ ქვეყანაში,“ – განაცხადა ძიძიგურმა.