„მერაბ მამარდაშვილი გაგიგიათ, ხომ, ბატონებო? მინდა, შეგახსენოთ, ძალიან საინტერესო რამ თქვა 80-იან წლებში – თუ ჩვენ არ გამოვიტანთ გამოცდილებას წარსულიდან, მომავალი წელი იქნება 1937 და არა 1985. თუ ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებთ და გამოცდილებას არ გამოვიტანთ წარსულიდან და ამას კიდევ ერთხელ 28 ოქტომბერს არ დავაფიქსირებთ, მომავალი წელი იქნება 2011 წელი და არა 2019 წელი,“ _ ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, ვატო შაქარიშვილმა გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა. შაქარიშვილმა ის მიზეზები განმარტა, რის გამოც, მმართველი პარტია მუდმივად საუბრობს ნაციონალური მოძრაობისხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე. მან მაგალითისთვის ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილი ციტატა მოიყვანა და განმარტა, რომ არსებულმა ხელისუფლებამ სწორედ წინა მთავრობის მაგალითებზე უნდა მიიღოს გამოცდილება.
მის ამ განცხადებას კი არჩევანის სტუდიაში ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა უპასუხა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ვატო შაქარიშვილი დაზეპირებული მხოლოდ ერთი ფრაზა ჰქონდა და მას მოსთხოვა, მერაბ მამარდაშვილის თუნდაც ერთი სხვა ციტატა გაეხმოვანებინა, რასაც სტუდიაში დაპირისპირება მოჰყვა.