ირანელ ხალხს ამერიკის ზეწოლისა და ეკონომიკური პრობლემების გამო სენსიტიური დრო აქვთ. ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
„ვითარება ერის, რეგიონისა და მოსფლიოში სენსიტიურია, განსაკუთრებით ჩვენთვის, ირანელებისთვის.
ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვყავს ერთ მხარეს იმპერიალისტური ამერიკის პოლიტიკოსები, მეორე მხარეს კი ეკონომიკური პრობლემები გვაქვს“, _განაცხადა მან.
ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, ირანს ნავთობის სექტორზე ახალი სანქციები 4 ნოემბერს დაეკისრება.
ირანის უზენაესმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ღვთის წყალობით დაწესებული სანქციების დაძლევას შეძლებენ, რაც ამერიკის დაძლევას ნიშნავს.