ევროპული საქართველოსთვის კომპანია ბი-სი-ჯის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, უარებისა და გადაუწყვეტელი ხმების ანალიტიკური შეწონვითა გადანაწილებით ლიდერობს დავით ბაქრაძე – 29% – ით:
- გრიგოლ ვაშაძე – 28%;
- სალომე ზურაბიშვილი – 21%;
- შალვა ნათელაშვილი – 10%;
- დავით უსუფაშვილი – 6%;
- სხვა კანდიდატები – 6%.
ანალიტიკური გადანაწილება მოხდა 20-ზე მეტი დამატებითი კითხვის მეშვეობით, მათ შორის რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაზდ, რამდენად გაამართლა ბიძინა ივანიშვილმა მოლოდინები, სხვადასხვა სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტების შეფასება, პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასება, მეორე არჩევანი, ვის არ მისცემდნენ არასდროს ხმას, მეორე ტურში გაკეთებული არჩევანი, ქვეყნის განვითარების საგარეო ვექტორი.
2018 წლის 4 ოქტომბერს ევროპულმა საქართველომ გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევა მოძრაობის დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია „ბი-სი-ჯი-კვლევამ“. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 15-22 სექტემბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1505 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება 2-3%-ია, კვლევის სანდოობა -95%. (R)