თბილისის მერია იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც თბილისობაზე გარევაჭრობა დაშვებული იქნება.
„ქალაქ თბილისის მერია გაცნობებთ, რომ თბილისობის დღესასწაულზე, 6 და 7 ოქტომბერს, გარევაჭრობა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში:
ჩუღურეთი – ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე,
ვაკე – გეგეშიძის ბაღი,
გლდანი – ხიზანიშვილის ქუჩა. გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის.
სამგორი – ვიქტორ კუპრაძის ქუჩა N10, სვანების ბაზრობის ტერიტორია,
დიდუბე – სტანისლავსკის ქუჩა, დიდუბე პლაზას მიმდებარე ტერიტორია, დიღმის მასივი, პაიჭაძის ქუჩა N1, სკვერის მიმდებარე ტერიტორია.
საბურთალო – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია“, _ წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.