“ყველაფერი აინტერესებდათ. მივეცი სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც ვითარდება ჩემს, პირადად, პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ და უკვე რომელიც გადასცდა ყველა ზომას და ზღვარს”, _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“სხვათაშორის, წავუკითხე თქვენი “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის დღევანდელი პოსტი, რომელიც ძალიან საინტერესოა და რომელიც არის პირდაპირ მუქარა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მე რამენაირად დამეხმარება, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს, სადაც საჭიროა, რომ მეც გავავრცელო, რომ ყველამ იცოდეს რას ფიქრობს ერთ-ერთი ჩვენი ტელე არხის გენერალური დირექტორი და როგორ იქცევა საარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ ამის იქით, იმიტომ,რომ ეს არ არის ყველაზე საინტერესო ალბათ, ამის იქით ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის და რაზედაც გვქონდა ყველაზე გრძელი საუბარი, ეს იყო ჩემი კამპანიის თემები, როგორი პრეზიდენტი ვიქნები, რა არის ჩემი მთავარი პრიორიტეტები, ევროპის შემოყვანა საქართველოში თავისი ყველა სტანდარტით.
ევროპაში ყოფნა საქართველოსი, როგორც არა მხოლოდ ელჩი საქართველოსი, არამედ, როგორც ლობისტი, რადგა საქართველოს სჭირდება მეტი დანახვა და მეტი რეაქტიულად აქტიურობა საერთოდ ევროპაში და მსოფლიოში. ეს იყო ის თემები, რომლებიც მათთვის იყო ყველაზე საინტერესო, იმიტომ, რომ, პოზიტიური კამპანიის შესახებ, როგორც თვითონ აღნიშნეს, ძალიან ცოტა ესმით და პრაქტიკულად ეს არის კამპანია, რომელიც ვითარდება თემების გარეშე და მეც ძალიან მიჭირს და ძალიან კმაყოფილი ვარ დღეს, რომ ვისარგებლო ამით”, _ აღნიშნა ზურაბიშვილმა.