8 წლის გოგონამ შვედეთში, ვიდესტორნის ტბაში უძველესი ხმალი აღმოაჩინა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, როგორც ადგილობრივ მუზეუმში ამბობენ ხმალი დაახლოებით 1500 წლის არის.
გავრცელებული ცნობით, გვალვების გამო წყლის დონე ტბაში ძალიან დაბალი იყო, რის გამოც, ხმლის აღმოჩენა შესაძლებელი გახდა.