“ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალური ჩანაწერებს ევროპარლამენტის დეპუტატი გამოეხმაურა.
ანა გომესი აცხადებს, რომ სპორტის ყოფილი მინისტრის მონაწილეობა სატელეფონო საუბრებში აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა იმალებოდეს უფრო მნიშვნელოვანი რაც კანონის უზენაესობასთან შეუსაბამოა.
„შესაძლოა იყოს იბერიაში გადასახადებისთვის თავის არიდების რაღაც სქემა, მაგრამ ჩანაწერები სპორტის ყოფილი მინისტრის მონაწილეობით აჩვენებს, რომ რაღაცას მალავენ, რაც შეუსაბამოა კანონის უზენაესობასთან. წინა ვიზიტისას შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვნახე მათი განცხადება არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. ვნახე თავდასხმები სამოქალაქო სექტორზეც, რაც ძალიან სერიოზულია”, _ განაცხადა ანა გომესმა.