ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ის წერს, რომ შეავიწროვონ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს აფინანსებს, ან მხარს უჭერს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ეხმაურება. ბესელიას თქმით, ნიკა გვარამიას ასეთ განცხადებებს პასუხი საერთოდ არ უნდა გაეცეს.
„ვინ არის ეს ადამიანი თავისი ბიოგრაფიით და თავისი წარსული საჯარო საქმიანობით, რომ საზოგადოებიდან განდევნოს ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერენ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანის არანორმალურ განცხადებებსა და კომენტარებს საერთოდ არც კი უნდა ვპასუხობდეთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.