ციხიდან გაქცეული პატიმარი სასჯელის მოსახდელად დაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა ინდონეზიაში, ქალაქ პალუში მოხდა, სადაც მიწისძვრის დროს ციხის დანგრევის შედეგად 600-ზე მეტი პატიმარი გაქიცა.
გაქცეულ მსჯავრდებულებს შორის მკვლელები, ქურდები და თაღლითები არიან.
მსჯავრის მოსახდელად დაბრუნებული ენდი აჰმედის თქმით, სასჯელის სრულად მოხდამდე 1 წელი აქვს დარჩენილი, რამაც დაბრუნება გადააწყვეტინა.