„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018“-ის გამარჯვებული ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე გახდა. მანანა კაპეტივაძეს 2003 წელს სასკოლო მიღწევებისათვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი.
გამარჯვებული ფულადი პრიზის სახით,10 000 ლარს მიიღებს.
ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში წელს 104 მასწავლებელი ჩაერთო, საუკეთესო ხუთეული კი განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის 13 მაისს დაწესდა საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოში 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს. 2018 წლის 1 თებერვლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა. წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, მენტორი კი 1000 ლარს იღებს.