“ბაგრატოვანთა სახლის” ისტორიკოსის წიგნების პრეზენტაცია შედგა,,ბაგრატიონ-დავითიშვილები (აზნაურთა შტო)” და ,,ჩემი პასუხი არაკეთილმოსურნეებს”_ეს იმ წიგნების დასახელებაა, რომლის წარდგენაც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში დინასტიურმა კავშირმა “ბაგრატოვანთა სახლმა” წარადგინა.
წიგნების ავტორი “ბაგრატოვანთა სახლის” ისტორიკოსი, “საქართველოს სამეფო სახლის”ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელი, იოსებ ბიჭიკაშვილია.
როგორც წიგნების წარსადგენ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკმა აღნიშნა, წიგნში ,,ჩემი პასუხი არაკეთილმოსურნეებს” მეცნიერულ აკადემიურად არის გაცემული პასუხი იმ ბრალდებებსა და გამოხტომებზე, რაც ამ ბოლო დროს ბაგრატოვანთა სახლის და იოსებ ბიჭიკაშვილის მისამართით ისმოდა.
მისივე თქმით, მეორე წიგნი, ,,ბაგრატიონ-დავითიშვილები (აზნაურთა შტო)” საინტერესო და მნიშვნელოვან კვლევას წარმოადგენს.
როგორც წიგნების ავტორი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, წიგნი ,,ბაგრატიონ-დავითიშვილები (აზნაურთა შტო)” ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით არის დაწერილი და ბაგრატიონთა ამ შტოს წარმომადგენლების გენეოლოგიას ეხება.
“წიგნი შეეხება ბაგრატიონ-დავითიშვილთა აზნაურული შტოს ისტორიას, წარმომავლობას, გენეოლოგიის საკითხებს. ეს წიგნიც ყველა ისტორიული წყაროს დაცვით და გამოოყენებით არის დაწერილი, სადაც ჩანს ბაგრატიონთა ამ შტოს წარმომავლობა, დღევანდელი დღე და ხედვა მომავალში”,_ამბობს ბიჭიკაშვილი.
რაც შეეხება მეორე წიგნს, “ჩემი პასუხი არაკეთილმოსურნეებს” ავტორის თქმით, დამაჯერებლად სცემს პასუხს ყოფილ მეგობრებსა და კოლეგებს, ყველა იმ ცილისწამებას, რომლებიც 2015 წლიდან მუსირებს მეცნიერთა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.
“ჩემი პასუხი არაკეთილმოსურნეებს”_ამ წიგნში მოყვანილია ყველა ის დოკუმენტი რაც ეხება ჩემს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას, რომ მე მისი ნაშრომი მივითვისე, ეს დოკუმენტებით ქარწყლდება და მეორე, ჩემმა უმცროსმა კოლეგამ დამაბრალა, რომ მისი ხელმოწერა და ბეჭედი გავაყალბე. ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მე არაფერი არ გამიყალბებია და ბეჭედი და ხელმოწერა არის მის მიერ შესრულებული”,_ამბობს ბიჭიკაშვილი.
ცნობისთვის, “ბაგრატოვანთა სახლის” მიერ წარდგენილი 2-ვე წიგნი მცირე ტირაჟით გამოიცა და მისი გაცნობა დაინტერესებულ მკითხველს ბიბლიოთეკებში შეუძლია.