მენგ ჰუნვეი, ინტერპოლის გაუჩინარებული პრეზიდენტი ჩინეთში სამართალდამცავებმა დააპატიმრეს. მან ინტერპოლის პრეზიდენტის თანამდებობის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას THE NYTIMES ავრცელებს.
ჩინეთის ანტიკორუფციული უწყების განცხადებით, მენგ ჰუნვეის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს. მას ბრალი კანონის დარღვევაში ედება.
შეგახსენებთ, რომ მენგ ჰუნვეი ჩინეთში სექტემბრის ბოლოს ჩავიდა, რის შემდეგად ოჯახმა მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.
მაუწყებლის ცნობით, მენგ ჰუნვეის ცოლმა მეუღლესთან კავშირის გაწყვეტამდე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით დანის სურათი მიიღო, რის გამოც, ჩათვალა, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა და საფრანგეთის პოლიციას მიმართა.
ინტერპოლის განცხადებით, პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ვიცე-პრეზიდენტი კიმ ჩონ იანი შეასრულებს, ახლ პრეზიდენტს კი ნოემბერში, ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე აირჩევენ.