“სიღნაღი ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახში მოლაპარაკებული და გადაწყვეტილი, იქვე გადაწყვეტილია და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქალბატონ სალომეს ვუჭერთ მხარს”, _ განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა სიღნაღში ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
_ მე ამაყი ვდგავარ აქ. ამაყი ვდგავარ იმიტომ, რომ მაქვს ქიზიყელებთან საქმე, პირდაპირებთან, მებრძოლებთან, სიტყვის ხალხთან.
სიტყვას როცა ამბობს ქიზიყელი, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, აუცილებლად ასრულებს _ ეს ერთი დიდი ოჯახია.
სიღნაღი ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახში მოლაპარაკებული და გადაწყვეტილი, იქვე გადაწყვეტილია და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქალბატონ სალომეს ვუჭერთ მხარს, _ არნიშნა შიოლაშვილმა.