საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი
რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში სიღნაღში და დედოფლისწყაროში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
„ეს არის ქიზიყი, შესაბამისად, აქ სიღნაღში თავისუფალი, დამოუკიდებელი, სიმართლის მთქმელი ხალხი ცხოვრობს, ამდენად ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს და მომავალში ამ კუთხის შესატყვისიპრეზიდენტი ვიქნები, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სიმართლის თქმის თვალსაზრისით”- განაცხადა სიღნაღში ამომრჩეველთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლისესიაშვილი და ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.