,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი ნიკოლოზ კინტრაია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერს, ამ დრომდე დუმილს არ არღვევს.
რა გზით მოხვდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში ისეთი პერსონალის მიერ შეწირული თანხები, რომლებიც ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიაში არ ირიცხებიან? _ პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძე სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს.
„ეს ის თემაა, რომელიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გამოიძახონ ეს ბატონი და დაადგინონ, რა როგორ მოხდა.
რა თქმა უნდა, ყველანაირი ვერსია არის დასაშვები. შესაძლოა, მან არც იცოდა და მისი მონაცემები ისე გამოიყენეს ან შეაშინეს და დაემუქრნენ. ისიც დასაშვებია, რომ ჩარიცხვის შემდეგ ვიღაცებმა გადააფიქრებინეს.
ისეთი ვითარებაა ამ ქვეყანაში, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს.
თუ ასეთ კომენტარს აკეთებს, ბარემ სიმართლე თქვას, რადგან ეს ჭორაობის საგანი ხდება“, _ განაცხადა ძაბირაძემ.
კლინიკები, რომელთა პერსონალის პირადი მონაცემების გამოყენება უკანონოდ მოხდა, ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს ელგუჯა გოცირიძეს ეკუთვნის, რომლიც მისი ან მენეჯმენტის მხრიდან მომუშავე პერსონალის პირადი მონაცემების გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს.
_ ძალიან მაგარი ვყოფილვარ თუ ვინმეს მოვუწოდებ, რომ 20 და 30 ათასი ლარი გადარიცხონ. ცოტა რეალობას მოწყვეტილები ხომ არა ვართ?!
ასეთი ტრადიცია არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს კლინიკებში. არამგონია მენეჯმენტმა მსგავსი რამე გააკეთოს, ვერ დავიჯერებ ამას. მე არ მქონია მსგავსი შინაარსის საუბარი პერსონალთან და არ მგონია, რომ მენეჯმენტიც სხვაგვარად ფიქრობდეს “, _უთხრა ,,გურია ნიუსს“ გოცირიძემ.
დაარღვევს თუ არა დუმილს ნიკოლოზ კინტრაია და დაინტერესდება თუ არა ამ საქმით გამოძიება, ჯერჯერობით, უცნობია.