სკრიპალების მოწამვლის საქმეში მეორე ეჭვმიტანილი, ცნობილი, როგორც ალექსანდრე პეტროვი, სინამდვილეში ალექსანდრე მიშკინია, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურში სამხედრო ექიმად მუშაობდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ის ლონდონში ალექსანდრე პეტროვის სახელით ჩავიდა.
როგორც საგამოძიებო საიტი Belingcat წერს, აღნიშნული პიროვნება უკრაინას რამდენჯერმე ესტუმრა, მათ შორის 2013 წელსაც.
როგორც BBC იუწყება, მიშკინის იდენტიფიკაცია კიდევ უფრო ბევრ კითხვას დასვამს და აქარწყლებს რუსეთის არგუმენტს, რომ სალისბურში ჩასული 2 პიროვნება საკათედრო ტაძრის დათვალიერებას აპირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ეჭვმიტანილებს სკრიპალების საკუთარ საცხოვრებელ კართან თავდასხმაში და ნერვული აგენტით მოწამვლაში ადანაშაულებენ.
ყოფილ რუს აგენტს სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილს, იულიას თავს მარტში დაესხნენ.
მომხდარში დიდი ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს, თუმცა, რუსეთის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს.