“ახლა ვუყურებ აუდიტორიას და ძალიან ბევრი პოლიტიკით,სოციალურ- ეკონომიკური პროცესებით დაინტერესებული ქალი არის ამ დარბაზში, ქალები რომლებიც მუშაობენ, რომლები ზრდიან შვილებს, ასწავლიან სკოლებში და რომლებიც დიდ საქმეს უკეთებენ ჩვენს საზოგადოებას. დიახ ეს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება სწორედ თქვენი არჩევნები”, _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რუსთავში, ამომრჩეველთან შეხვედრისას.
“დღეს მოდის ლიდერი და მონაწილეობს ამ კამპანიაში ლიდერი ქალბატონი, რომელიც იქნება სწორედ თქვენი უფლებების დამცველი,თქვენი ინტერესების დამცველი და თქვენი პრეზიდენტი პირველ რიგში! ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი”, _ აღნიშნა თალაკვაძემ.