კანაფის მოხმარება უფრო მეტ საფრთხეს უქმნის მოზარდის ტვინის განვითარებას, ვიდრე ალკოჰოლი. ამის შესახებ მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევარები ჩატარებულ ახალ კვლევაში საუბრობენ.
ისინი 4000-ზე მეტ მოსწავლეს მონრეალში 4 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
კვლევის შედეგის მიხედვით, კანაფი უარყოფით გავლენას ახდენს მეხსიერების და პრობლემის გადაჭრის უნარზე, რასაც ხელს ალკოჰოლი არ უშლის.
აღნიშნულმა შედეგმა მეცნიერები გააოცა, რადგან მათ ალკოჰოლი უფრო მეტად მავნებლად მიაჩნდათ.