“ქართული ოცნება” ელოდება, რომ არჩევნები დამთავრდება და არჩევნების შემდეგ კვლავ წამოწევენ მარიხუანას კულტივაციის თემას”, _ ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხშიც, ისევე როგორც ყველა სხვა დაპირებაში, “ქართულ ოცნების” საფირმო ნიშანი არის საზოგადოების მოტყუება: “მათ დაინახეს რამდენად წინააღმდეგი იყო საზოგადოება მარიხუანას ლეგალიზების და მარიხუანას პლანტაციების, დაიწყეს საუბარი, რომ ამ კანონპროექტს უკან გაიწვევდნენ და არ მიიღებდნენ. დღეს კი, იმედი აქვთ, რომ რეაქცია ჩაცხრა და საზოგადოება აღარ აიმაღლებს ხმას.
“ქართული ოცნება” ელოდება, რომ არჩევნები დამთავრდება და არჩევნების შემდეგ წამოწევენ ამ თემას.
ისევე, როგორც ძალიან ბევრ საკითხში და წინასაარჩევნო დაპირებაში, “ქართული ოცნება” ატყუებს საზოგადოებას. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რატომ არ შეიძლება ამ ხელისუფლების ნდობა, რატომ არ შეიძლება მათი სიტყვის და დაპირების დაჯერება.
ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის წინ წასაყვანად არის ამ ხელისუფლების შეცვლა და არა მათი დაპირებების დაჯერება”, _ განაცხადა ბაქრაძემ.
(R)