ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეტეოროლოგიური რადარი განთავსდება, რაც ხელს შეუწყობს წყალდიდობა-წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას და ამინდის პროგნოზირების ხარისხის გაუმჯობესებას. ამის შესახებ საუბარი გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან თანამდროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეტეოროლოგიური რადარი გადმოეცემა, რომელიც ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
აღნიშნული რადარი თითქმის მთლიანად დაფარავს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას და ხელს შეუწყობს საკურორტო ზონებზე, შავი ზღვისპირეთში და მაღალმთიან რეგიონებში ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და ძლიერი ნალექების და მათგან გამოწვეული წყალდიდობა–წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას“,_წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.