პარლამენტის დეპუტატთა სამივლინებო მოგზაურობაზე 2017 წელს, ჯამში, მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.
როგორც „IDFI”-ის კვლევიდან გახდა ცნობილი, სხვადასხავა სამივლინებო მოგზაურობის დროს ყველაზე მეტი თანხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გასწია. მას თითქმის 55 ათასი ლარი აქვს ათვისებული.
მეორე ადგილზე კი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძეა, რომელმაც სამივლინებო მოგზაურობის დროს 11 ათას ლარზე მეტი დახარჯა.