სტამბოლში ჟურნალისტი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჯამალ ხაშოგი, THE WASHINGTONPOST-ის მიმომხილვევლი და საუდის არაბეთის საშინაო პოლიტიკის კრიტიკოსი ჟურნალისტი, 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა, საიდანაც მისი კვალი იკარგება.
როგორც ცნობილია, ის საკონსულოში დასაოჯახებლად საჭირო დოკუმენტებისთვის მივიდა.
ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი სანდო გამოძიებას ითხოვს.
თურქეთის ხელისუფლებას სჯერავს, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს, თუმცა, საუდის არაბეთი ბრალდებას უარყოფს.
გავრცელებულმა ინფორმაციამ ამერიკის შეერთებული შტატების აღშფოთება გამოიწვია. დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ჟურნალისტი დაიღუპა და მის სიკვდილთან კავშირი საუდის არაბეთს აქვს, ქვეყანა „მძიმე სასჯელს“ მიიღებს.
საუდის არაბეთის განცხადებით, თუ აშშ ქვეყანას სანქციებს დაუწესებს, ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დადგებიან.
მაუწყებლის ცნობით, საუდის არაბეთს სოლიდარობას რამდენიმე არაბული ქვეყანა.
როგორც ცნობილია, გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა საუდის არაბეთის მეფესა და თურქეთის პრეზიდენტს შორის.
გავრცელებული ცნობით, ქვეყნები ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე მსჯელობენ, რომელიც ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეს განიხილავს.