სალომე ზურაბიშვილი “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანის ხმა ისმის.
„მე ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კიდე სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში.
როცა გაუთავებლად ვიღაცა დებს რაღაცა ჩანაწერს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს მართლაც დასრულდება ეს საბჭოთა პერიოდი და ჩვენ აღარ ვიურთიერთებთ ამ რაღაცა ჩანაწერებით,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.