გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს, კითხვები არ აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.
კობახიძე გავრცელებულ მასალას სიცრუეს უწოდებს. მაშინ, როცა მის სანდოობას ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტი ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს.
„ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და შემოგვთავაზეთ მეორე სპექტაკლი, რომელიც, ასევე, წარუმატებლად დასრულდება. რატომ?_ იმიტომ, რომ იქ, სადაც არ არის გადაცდომა და დანაშაული, ვერ შეიქმნება ვერანაირად კომპრომატი“,_ განაცხადა პარლამენტს თავმჯდომარემ.