მირზა სუბელიანს ციხეში სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუბელიანის ადვოკატებმა განუცხადეს.
უფლებადამცველები დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ციხეში შესულები იყვნენ პროკურატურის წარმომადგენლებიც. თუმცა მათი თქმით, დაკითხვა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.