მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ იმ აუდიოფირსეხმაურება, რომელშიც მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პროკურატურის ქმედება შეშინებული ბავშვის საქციელს ჰგავს, რომელიც ტყუილს ტყუილზე ამბობს.
„ამ საცოდაობაზე დიდი კომენტარი არ ღირს. პატარა ბავშვს, რომ დაიჭერენ კარადასთან მურაბით ხელში, რომელსაც ტკბილი არ ეჭმევა და ათასგვარ სისულელეებს იგონებს, რომ დაუმტკიცოს მშობლებს, რომ სულაც არ აპირებდა იმ მურაბის შეჭმას და ტყუილს ტყუილზე ამატებს, დაახლოებით იგივეა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ის იცნობს ვიქტორ ჯაფარიძეს და მისი ლექსიკონი შეგდება 8 ფრაზისგან, ამიტომ ისეთი გამართული წინადადებებით საუბარს, როგორიც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის, ის ვერ შეძლებდა.
„შალვა რამიშვილო, გამოდი, გიცანით. საბოლოო ჯამში ეს ივანიშვილი, სახელმწიფო მანქანა გადაიქცა ერთი ტყუილის მანქანად. მე ძალიან მეცოდება ის ხალხი, რომელსაც ამ ყველაფერს ასრულებინებენ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება და ხელისუფლება დაკავებულია ტაქსების თეთრად გადაღებვით და მარიხუანას პლანტაციების გაშენებით.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება კლავს ბიზნესს და როგორც ჩანს, ლევან ყიფიანის მსგავსად, ბევრი ბიზნესმენია ფარცხალაძის სარდაფში ნამყოფი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში არის კორუფცია და ყველა პრობლემას ერთმანეთთან აქვს კავშირი, რომელიც საბოლოოდ ხალხზე აისახება.
მიხეილ სააკაშვილი მოახლოებულ არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელიც პირდაპირ ადებს ხელს საქართველოს, რომ ომი დაიწყო.
წყარო: რუსთავი2