გორში მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ფონს, უსამართლოდ მოხსნილ სოციალურ დახმარებას და უმუშევრობას უჩივის.
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი პრობლემების გასაცნობად ადგილზე ჩავიდა. პრობლემების განხილვის და მათი გადაჭრის გზების მოძებნის გარდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით აუცილებელია ქვეყანაში შევცვალოთ არსებული ჭაობი და ყოველგვარი დაპირისპირების და შურისძიების გარეშე ავაშენოთ უკეთესი ხვალინდელი დღე.
”ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი ქვეყანაში, ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ რაიმეთი ეხმარებოდეს ხალხს, ნაცვლად იმისა, რომ მუშაობდეს რობლემების მოგვარებაზე და უკეთეს ცხოვრებაზე, ერთადერთი რასაც აკეთებს, ადამიანებს აშინებს არასტაბილური მომავლით, აშინებს იმით, რომ ცვლილებების შემთხვევაში ქვეყანაში იქნება უარესობა, ეს არის ტყუილი. არ უნდა მოვატყუებინოთ ხელისუფლებას თავი და უნდა ვიცოდეთ, აუცილებლად ამ არჩევნებზე გავიმარჯვებთ, აუცილებლად ამ არჩევნებზე შევცლით ქვეყანაში არსებულ ჭაობს და ამას გავაკეთებთ ყოველგვარი დაპირისპირების, ყოველგვარი შურისძიების და წარსულში დაბრუნების გარეშე” – განაცხდა დავით ბაქრაძემ.