აფეთქება მოხდა ყირიმის ქალაქ ქერჩში მდებარე პოლიტექნიკურ კოლეჯში. ამის შესახებ ინფორმაციას RT ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა.
თავდაპირველი ცნობით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოაჩინეს, აფეთქება ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებამ გამოიწვია.
თვითმხილველების თქმით, აფეთქების ხმასთან ერთად სროლის ხმაც ისმოდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მომხდარი ტერორისტული აქტია.