სოციალურ ქსელში ფეისბუქზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფამფალეთში, ლარისა სამხარიძის სახლში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ფაროსანების შემოტევა არის ასახული.
“წამლობა ჩავატარე, რის შემდეგ ათასობით ფაროსანა ჩამოვარდა. კიდევ არის. ეს რა ხდება, ყველა გაოცებული ვართ. წამლები იყო დარიგებული და ამით შევწამლე ოთახები. ახლა ერთი ოთახი დამრჩა და ვისაც არ ჯერას ეს სიტუაცია, მოვიდნენ, თავისი თვალით ნახონ და დაგვეხმარონ“, _ გვითხრა ლარისა სამხარაძემ.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ სახლში, სადაც უამრავი ფაროსანა დააფიქსირეს, არავინ ცხოვრობდა.
“არ ვიცი, ვინ რას ამბობს. ამ წუთას მამამთილს ვუვლი და ორი ვართ სახლში. 40 დღე არაა, რაც დედამთილი დავკრძალეთ. მიცვალებული გვესვენა და ზემოდან გვეცემოდა ფაროსანა. სოფელში, მგონი ყველაზე მეტი ფაროსანა ჩვენთანაა, რადგან ჩვენი სახლი ისეთ ადგილზეა, სულ მზე უყურებს და ფაროსანას სითბო იზიდავს“, _ თქვა სატელეფონო საუბრის დროს ლარისა სამხარაძემ.