სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა და ვეტერანთა დღე მიულოცა.
პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მათი როლი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანია და გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის მათ კეთილდღეობაზე იზრუნებს.
შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქართველი სამხედროების როლზე ტერორიზმთან ბრძოლაში და გაპრეზიდენტების შემთხვევაში ავღანეთში ვიზიტი დააანონსა.
„ერთ-ერთი პირველი ვიზიტი გარეთ ამ ქვეყნიდან, ალბათ უნდა იყოს ავღანეთში, სადაც ჩვენ ვქმნით ძალიან ღირსეულ სურათს ამ ქვეყნის. ეგოისტურად ჩვენს დამოუკიდებლობაზე კი არ ვზრუნავთ, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ერთი მსოფლიოს შვილები. თანასწორობა იმაში არის, რომ ჩვენც მივიღოთ ჩვენი წილი რაც არ უნდა ეს ზოგჯერ ძალიან მტკივნეული და ტრაგიკულიც იყოს,“– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.