თურქეთის პოლიცია გაუჩინარებული ჟურნალისტის სავარაუდო მკვლელობის გაფართოებული ძიება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც თურქეთში აცხადებენ, შესაძლოა მისი ცხედარი ქალაქგარეთ ტყეში ან რომელიმე სასოფლო-სამეურნეო სავარგულში დამალეს.
შეგახსენებთ, რომ ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში მისვლის შემდეგ გაუჩინარდა.
თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის საკონსულოში მოკლეს და ცხედარი გადამალეს. აღნიშნულ ბრალდებას საუდის არაბეთი უარყოფს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთი აუდიო და ვიდეო ჩანაწერის შესახებ საუბრობს, რომელიც ხაშოგის მკვლელობას ეხება, თუმცა, ჩანაწერი არ გაუსაჯაროებია.
მაუწყებლობა ABCNEWS იუწყებოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩანაწერი მოისმინა, თუმცა ის მაუწყებლობას აკრიტიკებს, ხოლო ჩანაწერის ნახვას ან მოსმენას უარყოფს.
ამავე თემაზე:
ვისთან აქვთ კავშირი ჟურნალისტ ხაშოგის გაუჩინარებაში ეჭვმიტანილებს
სტამბოლში ჟურნალისტი გაუჩინარდა _ ქვეყნები სანდო გამოძიებას ითხოვენ