https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თამამ, თამამ _ ძმები არველაძეები

4:10; 21.10.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ტყუპი ძმები არველაძეები მობურთალთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც იუმორის გრძნობასთან „დაახლოებულნი“ არიან და ათასი სახალისო ისტორიის მოყოლა ძალიან უყვართ.

დღევანდელი „ისტორიების“ მთავარი გმირი არჩილ არველაძე იქნება, რომელიც რამდენიმე „შემთხვევას“ გაიხსენებს. თავდაპირველად თურქეთში გადავინაცვლოთ და ტყუპების იმდროინდელი „თავგადასავლებიდან“ ერთ-ერთს „გავეცნოთ“.

„რეზის თურქები გამორჩეულად დიდ პატივს სცემდნენ, მარტო იმიტომ კი არა, რომ მართლაც შესანიშნავად თამაშობდა, არამედ, იმიტომაც, რომ რეზი „რიჟა“ იყო და ამ შავ-შავ თურქებს მოიწინააღმდეგე გუნდთან შეჯიბრის დროს თილისმად მიაჩნდათ – ეს გვიხსნის „შაითანისგანო“. არ იფიქროთ, რომ რეზი მხოლოდ თურქებს „აოცებდა“, ერთხელ ქუთაისშიც კი, ქუთათურმა გასახმობენიანმა, მეორე იარუსიდან დაუყვირა: ე ბიჭო, არ წეიქცე, სიმონ და თავი არ დაჰკრა მინდორზე, პაჟარი არ გაგვიჩნდეს აქანა, არ ამოგვბუგო მთელი ქუთეისიო.

შოთიც პატიოსნად თამაშობდა და მეც. ნელ-ნელა შევუდექით თურქული ენის შესწავლას.

კიჭა (მამაჩვენი) ჩამობრძანდა – ვნახო, ერთი, რას აკეთებენ ეს ჩემი შვილები ამ მუსლიმანურ იმპერიაშიო. ჩვენც, მამის მომავალი სიამაყეები, მთელი ღირსებით დავხვდით და, ჩვენი იუმორით და „ღადაობით“ განთქმული მამა ერთ პრესტიჟულ რესტორანში დავპატიჟეთ.

მადლიერმა ძეებმა მდიდრული სუფრა შევუკვეთეთ ღვაწლმოსილი მამის პატივსაცემად.

ეს ასეა, მაგრამ, თურქული ისე ვიცით, როგორც რუსულად იცის ვიღაცამ – „ტვაია-მაიას“ რომ ვერ არჩევს.

მწვადი და ქაბაბი ოფიციანტს ადვილად ავუხსნით უბრალო ხელის მოძრაობით: საჩვენებელ თითს შემოვაჭვდეთ მეორე ხელის საჩვენებლისა და ცერის შეერთებით გაკეთებული „რგოლი“ და გავუყარეთ შიგ; ქაბაბიც არ გაგვჭირვებია – ეს საიდუმლოდ დარჩეს.

მოკლედ, კარგად ვისიამოვნეთ. კიჭა მამიკოც კმაყოფილია. თურქეთი აზიური ქვეყანაა, მაგრამ, ევროპულს აწვება და, ასეც რომ არ იყოს, „ლანჩის“ შემდეგ ყავა აუცილებელია.

აქ გავიჭედეთ: არ გინდა, ყავა აუხსნა?!

რეზიმ თქვა, მე მაცადეთო და მიმტანს მიმიკით აჩვენებს: ჯერ ვითომ ფინჯანი გააკეთა, მერე პირთან მიიდო ხელი და – „სრუუპ“ – უთხრა.

– თამამ, თამამ (კიო)! – „მიხვდა“ მიმტანი და ორ წუთში ცარიელი, სუფთა ჭიქა მოგვიტანა.

– მაცალე კაცო, მე მაცალეო – შოთიმ და ახლა თვითონ აუხსნა დაახლოებით ისევე, ოღონდ, თვალები მილულა – ვითომ ყავა ძილს გვრისო…

– თამამ, თამამ! – გამხიარულდა თურქი მიმტანი და გაქრა.

არ გასულა სამი წუთი და – ატლასის სარჩულიანი ბალიში მოართვა შოთის.

შემოგვეყარა გულზე.

– კოფეე! – როგორც ყოველთვის, ისევ  მშობელმა მამამ გვიხსნა.

ეგრე, თქვე კაი ხალხოო და, რომ უნდა გაიქცეს მოსატანად, უცებ, კიჭამ (მამაჩვენმა) შეაჩერა:

– ბიჭო, მე რძიანი ყავა მინდა… რძიანი.

– აუუუ! – აღმოგვხვდა სამ ძმას სამ ხმაში.

არ გინდა, ახლა, რძიანი გააგებინო ამ შტერ კაცს?!

და, წავიდა:

– ბეე! ბეე! – ოთხზე დადგა რეზი – ბეე! მწპუ, მწპუ!

თურქს შევატყვეთ, რომ ტემპერატურამ და წნევამ ერთად აუწია, მაგრამ, ვერაფერი გაიგო.

ისევ რეზიმ გამოიდო თავი და კომამდე მისულ ოფიციანტს „დაკვირვებით“ უხსნის: – აი, – მოამრგვალა ორივე ხელი და ქალის ძუძუების იმიტაცია გააკეთა მკერდთან, – მწუ! გეიგე, კაცო? მწუ – ძუუ, ძუძუ…

თურქმა მაინც ვერაფერი გაიგო და გული გადაიღეღა – აგერ, ბატონო, ძუძუო…

– მაცალეთ თქვენ, კაცო, მაცალეთ! არ იცით და გაჩერდით! – გააქტიურდა კიჭა, მოამრგვალა ხელი, მერე ორი თითი ასწია (ორი ძუძუო), – შხრრრ… შხრრრ… თამამ?

– თამამ, თამამ! – აშკარად გაუხარდა თურქ მიმტანს და გაიქცა შეკვეთილის მოსატანად.

– ასე ვიცი მე, თქვე უნიათებო, ვერ უნდა გააგებინოთ კაცს ადამიანურად? – დაგვამუნათა მშობელმა ძმები.

ამასობაში მორბის თურქი სინით ხელში და… სინზე დადებული ორი ლიმონი მოაცუნცულა.

კიჭას პირი გაუშრა:

– შე შობელძაღლო! – ქართულად შეუყვირა თურქს იხტიბარწამხდარმა, – ამჟავებული რძით გაგზარდა დედაშენმა? თფუ! ესაა რძე, შე უპატრონო?!“

სანამ ძმები პოპულარული ფეხბურთელები გახდებოდნენ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „მოსწავლეობის“ მძიმე ტვირთს ზიდავდნენ…

„ის პერიოდია, სამივე ძმა რომ ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში ვსწავლობდით.

რა თქმა უნდა, დიდ ფეხბურთთან მაგ დროს არანაირი შეხება არ გვქონდა, თუმცა, ჩვენს ტოლებში, ანუ „პატარა“ ფეხბურთში, პელეები თუ არა, მარადონები კი ვიყავით.

შუადღეა და სკოლიდან სახლში მოვდივართ სამივე. ერთი კორპუსის წინ, მინიმოედანზე, ბიჭებს ფეხბურთი გაუჩაღებიათ. დაგვაინტერესა, გავჩერდით და ვუყურებთ.

ცოტა შენიშვნა-შესწორება შევკადრეთ ტაქტიკური თვალსაზრისით.

იუკადრისეს.

– თქვენ თუ მაგრები ხართ, ათ-ათწუთიანი ვითამაშოთ სამი სამზეო, – შემოგვთავაზა ერთ-ერთმა.

ვეკვეთეთ ერთმანეთს სამი სამზე. პირველი ათწუთიანი 1:0 მოგვიგეს, მეორე – 3:0.

– სლაბები ყოფილხართ, ძმაოო, – შევეცოდეთ.

ჩვენ ვითომ გავბრაზდით. „პროსტო,“ გაგიმართლათო, – ვუთხარით.

– ერთი ამათ უყურეთო, – ახლა ისინი გაბრაზდნენ, – ხმასაც იღებენო.

– ეე, – თქვა ერთმა, – თქვენთან „ხალასტოიზე“ თამაში ბეზინტერესნია, თუ გინდათ, 10-10 მანეთზე ვითამაშოთ „მაზიანიო“.

ჩვენი იდუმალი ჩანაფიქრი მიზანში მოხვდა.

პირველი 15 წუთი 0:0 დამთავრდა.

დაიწყო მეორე ტაიმი და, ე, მაშინ კი ავიწყვიტეთ სამივემ. გიტარასავით აწყობილი „კლასიკა“ დავატრიალეთ და მეორე წუთზე 1:0 ვიგებთ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის თამაში დამაჯერებლად, 6:1 მოვიგეთ, პო-თუმან-თუმან ჩავიჯიბეთ, ტანსაცმელი შევიფერთხ-შემოვისუფთავეთ და წასვლას ვაპირებთ.

„მელეხი“ ხალხის შვილები აღმოჩნდნენ:

– მოიცა, არ წახვიდეთ… მოდით, ახლა 20-20 მანეთზე ვითამაშოთ, ძმაო, გაქცევა რა საკადრისიაო.

– 20-იანს წავაგებთ! – „შეგვეშინდა“ ჩვენ.

როგორც იქნა, დაგვიყოლიეს.

დავდეთ 20-20 ლარი თითომ.

პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ ძმებმა.

„მელეხის“ შვილებმა წაგებული თანხა ამოღებულად ჩათვალეს. მეტი მოინდომეს და მეორე ტაიმის წინ „სტავკა“ გაზარდეს.

– 30-30 მანეთი!

– კარგი, ვიცი, არ შეგვარჩენთ და ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო, – ვუთხარით და დავამატეთ 10-10 ლარი თითომ.

დაიწყო მეორე ტაიმი და ისევ ავიწყვიტეთ.

დაგვდევენ საცოდავად ენაგადმოგდებულები და ოფლში ცურავენ, მაგრამ ჩვენი გაჩერება უკვე აღარც „ბაიერნს“ შეეძლო და აღარც „ბარსელონას“.

ისევ 4:1 მოვიგეთ და 40-40 მანეთი ჯიბეში გვაქვს – სუფთა მოგება.

– თქვენ ვინ ყოფილხართო, – ცოტა „ვზროსლები“ ჩაერთნენ საქმეში, – მოდი, ჩვენ გვეთამაშეთ 30-30 ლარზეო.

„ვზროსლებთან“ თამაში გაცილებით იოლი აღმოჩნდა. პირველი ტაიმი 0:2 წავაგეთ (ინტერესი რომ გაღვივებოდათ), მეორე ტაიმში კი ისევ ამოქმედდა ჩვენი „ხმაშეწყობილი“ ალიანსი. 5:2 მოვიგეთ და – 70-70 მანეთი სუფთა მოგება ჯიბეშია.

როგორ წამოგვაბნელდა, არ გაგვიგია. სანამ ბურთი ჩანდა სიბნელეში, თავი არ დაგვიზოგავს და…

ამ დროს კი ჩვენს სახლში თურმე განგაშია.

დედაჩვენს უთქვამს მამაჩვენისთვის – ვიღუპებით, ბიჭები არ ჩანან, წადი, კაცო, მიდექ-მოდექი, მამა ხარ, მოძებნეო.

ჩამჯდარა კიჭა მანქანაში და გამოუყვა თურმე სკოლის გზას უმარტივესი მარშრუტით.

ფარების შუქზე დავეჩითეთ სამივე – დაღლილები, მაგრამ, შესანიშნავ ხასიათზე ვართ.

– აიტ, თქვე ყურუმსაღებო! – გვიყვირა, მაგრამ, სიხარულზე მეტი აღარ გაუტ…ბია და – ჩეეგდეთ მანქანაშიო…

ჩავსხედით.

– აბა, სად ბრძანდებოდით, ლოთობა დაიწყეთ? – განაგრძო მანქანაში ჩვენი დატუქსვა.

ჩვენ, როგორც პატიოსანმა ბიჭებმა, ყველაფერი შეუფერადებლად ვუამბეთ – 70-70 მანეთი მოვიგეთ შრომით და პატიოსნადო.

– ფულზე ითამაშეთ, ხომ? ფულზე? ყოჩაღ, ბიჭო!

ჩავქინდრეთ თავები.

– მეტს აღარ ვიზამთ… – ამოილუღლუღა რეზიმ, – აღარ დავაგვიანებთ სახლში მოსვლას…

– რაო, რა ბრძანე? – ირონიად იქცა კიჭა.

– აღარ ვითამაშებთ მეტჯერ ფულზე.

– ეგ მეორედ აღარ გამაგონო! – გადაირია მამა, – რას ჰქვია, აღარ ითამაშებთ! აღარ ითამაშებთ კი არა, რა გეჩქარებათ ამ სახლში! სახლში რა გინდათ შუადღეზე! 70 მანეთს მე ხელფასს არ მაძლევენ თვეში. მიდი, კაცო, ითამაშეთ… ეგ კი არა, იმ მოედანზე კაი პროჟექტორს მოგიტანთ, მაგრად რო ანათებს – ისეთს… დროა, ცხოვრება ისწავლოთ, პატარები კი აღარ ხართ! თქვენი დახეული ფეხსაცმელების ყიდვას ვეღარ ავუდივარ, ბურთებს რომ თავი გავანებოთ“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15 თებერვალი, 2026
სპორტი

ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

16:48; 13 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12 თებერვალი, 2026
სპორტი

ნიკა ეგაძე, ფიგურულ ციგურაობაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია!

09:55; 11 თებერვალი, 2026
სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026

საბჭოთა კრიმინალური მოგონებები

ბუნების სამკურნალო თვისებები

ყველა სიახლე

საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

10:21; 16.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:19; 16.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში დღეს გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ

10:16; 16.02.2026
ზაფრანი

ქმარი, ცოლი და ასტროლოგია   

10:13; 16.02.2026
ზაფრანი

რა საჩუქარი მიიღე სამყაროსგან    

10:11; 16.02.2026
ზაფრანი

შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშნები    

10:08; 16.02.2026
საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო