ეს ფოტო ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავშია გადაღებული. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატი მგზავრთა მოსაცდელზე ემულსიითაა გაკრული.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში, რომელშიც პლაკატების გასაკრავი ადგილებია მითითებული, მგზავრთა მოსაცდელები არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ პლაკატი კანონდარღვევით გააკრეს.
დილით, “გურია ნიუსმა” სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატის უკანონოდ გაკვრის ფაქტიც დააფიქსირა. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის პლაკატი, სოფელ ზომლეთში, საგზაო ნიშანზე დაგვხდა გაკრული.